ლონდონში ორსართულიანი ელექტრო ავტოვბუსები იმოძრავებენ

პირველი ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს 98 მარშრუტზე.  აღნიშნული მარშუტი სპეციალურად შეირჩა „დაბინძურების ცხელი წერტილის“ სტატუსის გამო.
ხსენებულ ფაქტს ლონდონის მერი გამოეხმაურა:
„ძალიან ამაღელვებელა, რომ ეს სწორედ აქ ხდება. ექსპლუატაციის ხარჯები გაცილებით დაბალია ელექტრო ავტობუსების შემთხვევაში. მათ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვთ, რაც უზარმაზარ სარგებელს წარმოადგენს ყველა ლონდონელისთვის“.
ავტობუსები აღჭურვილია BYD-ის მასიური 345 კვტ/სთ ბატარეით, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 306 კმ. გავლა, რაც, ზოგადად, საკმარისზე მეტია რეგულარული ყოველდღიური ავტობუსის მარშრუტისთვის. ხუთი ავტობუსი აღჭურვილია კონდიციონერით, 54 მგზავრისთვის განკუთვნილი დასაჯდომი და 27 ფეხზე მდგომისთვის – ადგილებით (მთლიანობაში 81).

Leave a Reply