დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, კვანტალიანის, გაგარინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლისის მოედნის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ჯორჯიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, თრიალეთის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

Leave a Reply