საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში, სადაც მონაწილეებმა საქართველოში მწვანე ენერგიის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფორუმი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის მწვანე ენერგეტიკული ტექნოლოგიების ორგანიზაციების წარმომადგენლები, დეველოპერები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აშშ-ის მთავრობა ახორციელებს საქართველოს იურიდიულ და მარეგულირებელ საკონსულტაციო დახმარებას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის, ქარის, მზისა და წყლის ენერგიების წარმოების ხელშეწყობის მიზნით.