Author Archives: admin

ავსტრიის კანცლერი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში. „საჭიროდ არ მივიჩნევ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვების უკრაინაში რუსეთის ქცევასთან დაკავშირებას. ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ რუსეთის ინტერესებში არ არის. გერმანია, ავსტრია და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ ამ გაზსადენით. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც ...

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო მზადაა გაყიდოს 18 მლნ ბარელი ნავთობი სტრატეგიული მარაგებიდან

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს ნავთობის გაყიდვას სტრატეგიული მარაგებიდან 17 დეკემბერს, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიწყებს პირველი 18 მილიონი ბარელის ნავთობის გაყიდვას ნაციონალური მარაგებიდან.  ამერიკის ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდა მსოფლიო ბაზარზე  „შავი ოქროს“ ღირებულების შემცირების მიზნით. გარდა ამისა, 4,8 მილიონი ბარელი ნავთობი გადაეცემა ვალად Exxon Mobil-ს იმ პირობით, რომ დაუბრუნებს იმავე მოცულობას მცირედი დანამატით. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ღიაა მსგავსი ...

Read More »

ბირთვული პროგრამის თაობაზე, ირანი და დასავლეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში

ირანმა მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დასავლელ წევრებს ბრალი დასდო, რომ ისინი „განაგრძობენ ბრალდებების თამაშს“. ეს განცხადება თეირანმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია 2015 წლის შეთანხმების კვლავ ამოქმედება, თქვეს, რომ ირანი გამოდის ახალი წინადადებებით, რომლებიც „შესაბამისობაში არ არის“ შეთანხმებასთან. 14 დეკემბერს, ინდონეზიაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად „ალტერნატივებს“ ამზადებს ...

Read More »

ნოემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიურმა მოპოვებამ 589 ათასი ბარელი შეადგინა

ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) აზერბაიჯანში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში 708,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 588,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 119,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”. OPEC + მინისტრების 21-ე შეხვედრაზე მიღებული შეთანხმების ფარგლებში ნოემბრის თვეში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება გაიზარდა კიდევ 7 ათასი ბარელით, 647 ათას ბარელამდე, შემცირების ...

Read More »

დანია კლიმატური მიზნების მისაღწევად პირველ მწვანე ობლიგაციებს უშვებს

ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად და მდგრად ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლისთვის, მომავალი წლის დასაწყისიდან, დანიის ცენტრალური ბანკი პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Triple-A რეიტინგული დანია ქარის ენერგიის პოტენციალით გამოირჩევა და ახალ გზებს ეძებს მწვანე ტრანზაქციების დასაფინანსებლად, რაც 2030 წლისთვის ქვეყნის დასახული მიზნის მიღწევას – 1990 წელთან შედარებით, სათბური ემისიების 70%-ით შემცირებას შეუწყობს ხელს. დანიის ცენტრალური ბანკის განცხადებით, 10-წლიანი მწვანე ობლიგაციები 2022 წლის 19 ...

Read More »

OPEC-მა შეაფასა ომიკრონის გავლენა ნავთობის ბაზარზე

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-მა შეაფასა ომიკრონის შესაძლო გავლენა ნავთობის ბაზარზე, როგორც ზომიერი და მოკლევადიანი.ორგანიზაციამ ჯერჯერობით გადაწყვიტა არ შეცვალოს ნედლეულზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი. ომიკრონის კორონავირუსის შტამი დიდ გავლენას არ მოახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე, ნათქვამია OPEC-ის დეკემბრის ანგარიშში. ”ახალი ომეკრონის ვარიანტის გავლენა მოსალოდნელია ზომიერი და ხანმოკლე, რადგან მსოფლიო უკეთ აღიჭურვება COVID-19 და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.ეს ავსებს სტაბილურ ეკონომიკურ პერსპექტივას როგორც ...

Read More »

ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის განვითრების შესაძლებლოები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა, რომლის დროსაც ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნა განხილული. ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად კი, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას აგრძელებს

ევროპაში გაზის ღირებულება სავაჭრო ბირჟის გახსნის მომენტში 5,3%-ით გაიზარდა და ოქტომბრის დასაწყისიდან პირველად, ათას კუბურ მეტრზე 1 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში, ბირჟის გახსნისთვის, ათას კუბურ მეტრზე 1 405 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგვიანებით 1 425,5 დოლარამდე გაიზარდა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური ...

Read More »
რა უარყოფითი გავლენა აქვს ჰიდროელექტროსადგურებს გარემოზე?!

მდგრადი განვითარება და ჰესები — ახალი ერა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში

მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით განვითარებულ ჰიდროელექტროსადგურებს (ჰესებს) მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და ხელი შეუწყონ ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. თუმცა, ჰესების არასწორად განვითარებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი მოიტანოს და შექმნას სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საფრთხეები. ჰესების განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა 1990-იან წლებში. ამის მიზეზი ერთი მხრივ, შეზღუდული ფინანსური რესურსები და მეორე მხრივ, ჰესების მიერ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენით ...

Read More »

ლუკაშენკო ევროპას გაზის შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა

ბელარუსის პრეზიდენტი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება ბელარუსს საგანგებო მდგომარეობამდე მიიყვანს, ქვეყანა მკაცრ ზომას მიმართავს და ევროპას გაზის ტრანზიტს შეუწყვეტს. ეს არ არის ლუკაშენკოს მიერ მსგავსი მუქარის გავრცელების პირველი შემთხვევა, მან გაზმომარაგების შეჩერების შესახებ განცხადება თვის დასაწყისშიც გაავრცელა.

Read More »