ნოემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიურმა მოპოვებამ 589 ათასი ბარელი შეადგინა

ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) აზერბაიჯანში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში 708,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 588,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 119,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”.

OPEC + მინისტრების 21-ე შეხვედრაზე მიღებული შეთანხმების ფარგლებში ნოემბრის თვეში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება გაიზარდა კიდევ 7 ათასი ბარელით, 647 ათას ბარელამდე, შემცირების ვალდებულება კი 71 ათასი ბარელი იყო.

მინისტრთა 22-ე შეხვედრაზე აზერბაიჯანის ვალდებულება დეკემბრის თვეში მოპოვების შემცირებაზე 64 ათას ბარელზე დღე/ღამეში განისაზღვრა. ეს შესაძლებელს ხდის გასულ თვესთან შედარებით 7 ათასი ბარელით მეტი ნედლი ნავთობის მოპოვებას, ანუ 654 ათასი ბარელით დღე/ღამეში.

Leave a Reply