ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის განვითრების შესაძლებლოები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა, რომლის დროსაც ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნა განხილული.
ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად კი, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.
მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის, ისე – საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია, აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს და გრძელდება მუშაობა თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორისაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

Leave a Reply