Author Archives: admin

ყაზახეთში გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ყაზახეთში თხევადი ბუნებრივი აირის LNG-ის მსხვილი რეალიზატორების ქმედებებში ფასების შეთანხმების ნიშნები გამოიკვეთა. ინფორმაციას ქვეყნის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტო ავრცელებს. გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამ კომპანიებს შორისაა:  KazMunayGas, Aktobe MunayGas, KazgerMunayGas, Kazakhoil Aktobe. წყარო: report.ge  

Read More »

SOCAR-მა საქართველოში 808 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 808 000 აბონენტს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული report. 2007 წლიდან დღემდე, კომპანიამ გაზი  საქართველოს 700-ზე მეტ დასახლებას მიაწოდა და 11 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში  2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Read More »
უკრაინაში ორგანული მზის ელემენტების წარმოებას იწყებენ

მზის ენერგია ყოველდღიურ მოხმარების ნივთებში და ბინებში

მზის ენერგია უფრო და უფრო მოთხოვნადი რესურსი ხდება. მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, მზის პანელების მრავალფეროვნება გაიზარდა 40%-ით, ხოლო მათი დაყენების ფასი 70%-ზე მეტით დაეცა. ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე სურს, რომ ამერიკელმა ერმა 2050 წლისთვის გამოიმუშაოს თავისი პირადი ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი მზისგან (2020 წლის მხოლოდ 4%-ისგან განსხვავებით). ინფრასტრუქტურის 2021 წლის ინვოისი, რომელიც გადაეცა ნოემბერში, შეიცავს მილიარდობით აშშ დოლარს მკაფიო სიცოცხლისუნარიანობის ...

Read More »

შეერთებული შტატები სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აშენებს ადგილობრივი საბადოების განსავითარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები აპირებენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის  აშენებას სირიის პროვინცია ჰასეკეში. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA.-ზე დაზრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ამერიკის შეერთებული შტატები  ქურთების „დემოკრატიული სირიის ძალებთან“  (SDF) თანამშრომლობით, აშენებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „რუმეილანის“ ნავთობსაბადოზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის პროვინცია ჰასეკეში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადო სირიაში. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დღე/ღამეში 3 ათას ბარელ ნავთობს გადაამუშავებს.ამის შესახებ იუწყება სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA. ...

Read More »

ჩეხეთი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ნაცვლად ატომურ ელექტროსადგურებზე დაყრდნობას გეგმავს

ასეთი სათაურით forsal. pl-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას თავის გვერდზე აზიარებს და ირიბად ჩეხეთიდან პოლონეთის ელჩის გაწვევის თემის განხილვის დროს გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებისკენ უბიძგებს მკითხველს პოლონური გამოცემა dziennik. pl სტატიაში აღნიშბულია, რომ ჩეხეთი გეგმავს „შექნას პირობები” ათზე ცოტა მეტი წლის შემდეგ ნახშირ წვის შესაჩერებლად, თუმცა მთავრობის განცხადებაში ყველაზე ბინძური წიაღისეული საწვავის გამოყენების ეტაპობრივი გეგმა არაა გაწერილი. ნახშირის ეროვნულმა კომისიამ ადრე რეკომენდაცია ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 40 000 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 40 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,93%-ით-ით დაეცა და 39,712 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებია, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ბიტკოინის უზარმაზარი ოდენობის მაინინგი. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

ისტორიაში პირველად აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

ენერგოდეფიციტში მყოფი ევროპისათვის მიწოდების გაზრდის გამო, ისტორიაში პირველად გასულ თვეს შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ბიზნესმედია გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში ამერიკული საწარმოების წარმოების მაჩვენებელმა კატარის მონაცემებს გადააჭარბა. ფიქლის გაზის რევოლუციამ და გამათხევადებელ საწარმოებში მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციამ შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს ექსპორტიორად ათ წელზე ნაკლებ დროში აქცია. ბუნებრივი აირის წარმოება 2010 ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი 965-1070 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გაზსაცავის მშენებლობა ელენერგიის იმპორტს დაახლოებით 70%-ით შეამცირებს

საქართველოში გაზსაცავის პროექტის განხორციელებით ენერგეტიკოსები დიდ სარგებელს ელიან. ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, დარეგულირდეს ქართულ ბაზარზე გაზის მიწოდება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მარაგი შეიქმნება. ენერგეტიკოს გია არაბიძის გათვლით, ელექტროენერგიის იმპორტი შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი გაზსაცავში აკუმულირებული გაზის მარაგს მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის გამოიყენებენ. ,,კომერსანტთან“ გია არაბიძემ განმარტა, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში საცავის არსებობა და რა მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს იგი. ,,ძალიან ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით” 2022 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.87  (- 0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78,23 (-  0.67)  დოლარი/ბარელზე.

Read More »