ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 40 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,93%-ით-ით დაეცა და 39,712 აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებია, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ბიტკოინის უზარმაზარი ოდენობის მაინინგი.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.