შეერთებული შტატები სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აშენებს ადგილობრივი საბადოების განსავითარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები აპირებენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის  აშენებას სირიის პროვინცია ჰასეკეში. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA.-ზე დაზრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”.

ამერიკის შეერთებული შტატები  ქურთების „დემოკრატიული სირიის ძალებთან“  (SDF) თანამშრომლობით, აშენებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „რუმეილანის“ ნავთობსაბადოზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის პროვინცია ჰასეკეში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადო სირიაში.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დღე/ღამეში 3 ათას ბარელ ნავთობს გადაამუშავებს.ამის შესახებ იუწყება სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA.

სირიის ხელისუფლება ქვეყანაში აშშ-ს ყოფნას განიხილავს, როგორც უკანონო ოკუპაციას, რასაც თან ახლავს სირიის ხალხის კუთვნილი ბუნებრივი რესურსების ძარცვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სირიაში დაპყრობილი ნავთობისა და გაზის საბადოები აშშ-ს ეკუთვნის.

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიაში უკანონოდ  იმყოფება და ქვეყნის წიაღისეული სირიელ ხალხს ეკუთვნის.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ სირიის ნავთობის მარაგების 90%-ს.

ამავდროულად, სირიის ნავთობის დანაკარგებმა აშშ-ს ქმედებების გამო 92 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, განაცხადა სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ბასამ ტუომ 2021 წლის 18 მარტს.

Leave a Reply