Author Archives: admin

IEA-ს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს

საერთაშორისო ენერგეტიკილი  სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი შიშობს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. ოთხშაბათს IEA-ის ფარგლებში  მიმდინარე მინისტრების შეხვედრაზე ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე განიცდის “დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს”. „რუსეთის როლის გათვალისწინებით გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში, ამ ჰუმანიტარულ კრიზისს შეიძლება ენერგეტიკული კრიზისი მოჰყვეს“, – თქვა ბიროლმა. მისივე თქმით, აუცილებელია დადგინდეს, ...

Read More »

„ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე“

დიდი შვიდეულის ლიდერები გეგმავენ დაპირდნენ დახმარებას ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიღწიონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისაგან. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, – ნათქვამია განცხადების პროექტში. G-7 ქვეყნები ასევე გეგმავენ მოუწოდონ სხვა ქვეყნებს, განახორციელონ სანქციები და თავი შეიკავონ რუსეთისთვის მხარდაჭერისგან. „უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ სამხედრო ...

Read More »

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჩერნობილის უნიკალური ლაბორატორიის განადგურებაში, რომელსაც რადიაციული ნარჩენების კონტროლი შეეძლო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს 6 მილიონი ევროს ღირებულების, უახლესი ანალიტიკური ლაბორატორია. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო იუწყება. „რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც რადიონარჩენების როგორც კონდიცირება, ისე განადგურება შეუძლია.“, – აცხადებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაცია

Read More »

24 თებერვლიდან დღემდე ბენზინი 60 თეთრით, დიზელი 85 თეთრით გაძვირდა

ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის საერთაშორისო ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საწვავის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო. საერთაშორისო ფასები უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, 24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმის მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი – 60 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ...

Read More »

გოლეთიანი: ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მეტრონომთან საუბრისას კომპანია “ენკას” ფინანსურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. გოლეთიანის თქმით, კომპანიას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, მუდმივად გაასაიდუმლოოს პროცესი. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები ჯერჯერობით გუმათში რჩებიან. “ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით გუმათში. ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით. საზოგადოებას ჩვენ მაინც ხო უნდა მოვუყვეთ, ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს დღემდე. ჰოსეინ ამირ-აბდოლლაჰიანის თქმით, „თუ აშშ პრაგმატულად იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ერთობლივ კომისიაში შედიან, შეიკრიბონ ვენაში და დავასრულოთ მუშაობა შეთანხმებაზე“. ამირ-აბდოლლაჰიანმა ეს განაცხადა დამასკში პრესკონფერენციაზე 23 მარტს. „გადავეცით ჩვენი ბოლო წინადადებები ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: ომის პირობებში გადასახადების გადახედვა საწვავს 90 თეთრით გააიაფებს

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი  მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და ისეთ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა მსოფლიოა (ომის პირობებში) საწვავზე გადასახადების  დროებით გადახედვას  ურჩევს. მისივე განცხადებით, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეიძლება საწვავზე ფასების ზრდა შეკავდეს გადასახადების შემცირებაა. ამის მაგალითად მთვრალაშვილს პოლონეთი მოჰყავს. ანალოგიურ მოდელს განიხილავს ავსტრია, ჩეხეთი და გერმანიც. „პოლონეთმა თებერვალში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 23%-დან 7%-მდე შეამცირა. შესაბამისად, გადასახადების შემცირებით, შიდა ...

Read More »

ავსტრია: რუსულ გაზში ევროს გადავიხდით, სხვა მოლაპარაკება არ გვაქვს

ევროპაში პირველად გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში შემავალი ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსულ გაზი რუბლებში უნდა იყიდონ. გაზპრომის ავსტრიული პარტნიორი OMV-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი რუსულ გაზში ევროს გადაიხდიან, ვინაიდან მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს. პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმურა გერმანიის საგაზო გაერთიანებაც – მათი თქმით გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. საყურადღებოა, რომ გაზის შესყიდვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების საქართველოში წარმოების დაწყებას

განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქარის ენერგეტიკას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს ენერგობალანსში ქარის ენერგეტიკის წილი გაიზრდება. ამდენად, ჩვენ მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებას. მითუფრო, როდესაც პროექტის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს საქართველოს უმსხვილეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ...

Read More »