Author Archives: admin

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმა

იტალიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40 პროცენტით გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირში ვიზიტისას განაცხადა, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. როგორ მარიო დრაგიმ ალჟირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იტალია ალტერნატიულ წყაროებად ასევე განიხილავს კონგოს, ანგოლას, ...

Read More »

უკრაინა რუსული გაზისთვის „ირანული მოდელის“ სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსულ გაზპრომთან მიმართებით სანქციების „ირანული მოდელი“ გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ რუსული გაზი მიეწოდება ევროკავშირს, ხოლო მისი საფასური არ გადაირიცხება რუსეთში და სპეციალურ ანგარიშებზე მოხდება მისი აკუმულირება. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება მილსადენების ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, მისი ჩანაცვლება დღეს ურთულესია. ეს ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 40%–ს შეადგენს. ჩვენ ვთავაზობთ „ირანული ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, პეტრიწის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია

ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მაქსიმალურ მოცულობას აღწევს

ტრანსადრიატიკის გაზსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს კასპიის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, Twitter-ზე TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა შიპატიმ დაწერა. მისივე თქმით, საუბარია ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დღეში 33 მილიონი კუბური მეტრით, რაც წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. შიპატი აცხადებდა, რომ ამ მოცულობის 10,5 ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: „თურქეთი მზად არის, გაზარდოს ავსტრიისთვის გაზის მიწოდება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრისას თურქეთის ლიდერმა მზადყოფნა გამოაცხადა, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ვენაში. საუბრისას ერდოღანმა გამოაცხადა თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების მექანიზმების აღდგენის მოლოდინები. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და საბაჟო წესების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა. თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს ავსტრიისთვის გაზის მიწოდება. მისი ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთიდან 8 მლრდ ევროს ნახშირის იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა

რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ ევროკავშირმა გასული კვირის ბოლოს ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა. იგი მოიცავს 8 მილიარდი ევროს ემბარგოს ნახშირის იმპორტზე,  ასევე კრძალვას პროდუქციის ფართო სპექტრის რუსეთში ექსპორტს, მათ შორის ფოტოფირების, საბეჭდი მელანის, ქაღალდის, გარკვეული ტურბინებისა, ძრავების და სხვა. ასევე ნავთობქიმიური აღჭურვილობის იმპორტს СПГ პროექტისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „წინა ოთხ პაკეტთან ერთად, ეს სანქციები გაზრდის ეკონომიკურ ზეწოლას კრემლზე, ...

Read More »

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

2022 წლის 10 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.77 (-3.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.75 (-3.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უნგრეთი რუსეთისგან გაზს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეიძენს

ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება. მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის. “რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს”. – ამბობს ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციები მე-6 პაკეტს ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კითხვაზე რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, ლანდსბერგისმა თქვა, რომ მან დაინახა მრავალი გულწრფელი ძალისხმევა გავლენიანი ევროპელი ლიდერების მხრიდან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, კერძოდ, იურიდიულად განიხილავს მის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა. ...

Read More »