უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსულ გაზპრომთან მიმართებით სანქციების „ირანული მოდელი“ გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ რუსული გაზი მიეწოდება ევროკავშირს, ხოლო მისი საფასური არ გადაირიცხება რუსეთში და სპეციალურ ანგარიშებზე მოხდება მისი აკუმულირება. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვზე დაყრდნობით წერს.
„რაც შეეხება მილსადენების ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, მისი ჩანაცვლება დღეს ურთულესია. ეს ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 40%–ს შეადგენს. ჩვენ ვთავაზობთ „ირანული მოდელის“ სანქციების დაწესებას: ბუნებრივი გაზი გაზპრომისგან ევროპას მიეწოდება, ხოლო მისი საფასური ინახება ევროპულ ბანკებში სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშებზე, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს“, – განაცხადა დემჩენკოვმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ფული აღარ წავა უშუალოდ რუსეთში და არ დაფინანსდება კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
წყარო: “კომერსანტი”