ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: „თურქეთი მზად არის, გაზარდოს ავსტრიისთვის გაზის მიწოდება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრისას თურქეთის ლიდერმა მზადყოფნა გამოაცხადა, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ვენაში.

საუბრისას ერდოღანმა გამოაცხადა თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების მექანიზმების აღდგენის მოლოდინები. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და საბაჟო წესების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა.

თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს ავსტრიისთვის გაზის მიწოდება. მისი თქმით, საუბარია კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აუზების საბადოებზე.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია, გააფართოოს თანამშრომლობა ავსტრიასთან, რომელიც შეიძლება გახდეს გაზის გამანაწილებელი ცენტრი ევროპაში.

Leave a Reply