ევროკავშირმა რუსეთიდან 8 მლრდ ევროს ნახშირის იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა

რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ ევროკავშირმა გასული კვირის ბოლოს ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა. იგი მოიცავს 8 მილიარდი ევროს ემბარგოს ნახშირის იმპორტზე,  ასევე კრძალვას პროდუქციის ფართო სპექტრის რუსეთში ექსპორტს, მათ შორის ფოტოფირების, საბეჭდი მელანის, ქაღალდის, გარკვეული ტურბინებისა, ძრავების და სხვა. ასევე ნავთობქიმიური აღჭურვილობის იმპორტს СПГ პროექტისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

„წინა ოთხ პაკეტთან ერთად, ეს სანქციები გაზრდის ეკონომიკურ ზეწოლას კრემლზე, რაც ძირს უთხრის მის უნარს დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს ზომები უფრო ფართო და მკვეთრია, რის გამოც ისინი კიდევ უფრო ღრმად „ჩაჭრიან“ რუსეთის ეკონომიკას. სანქციების მეხუთე პაკეტი ითვალისწინებს რუსეთიდან ნახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვის, იმპორტის ან ტრანზიტის აკრძალვას; ის ძალაში 10 აგვისტოდან შევა. მანამდე მხარეებს უფლება ექნებათ შეასრულონ 9 აპრილამდე დადებული ხელშეკრულებები.

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, ეს აკრძალვა ეხება რუსული ქვანახშირის ექსპორტის 25%-ს, რაც დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენს. რამდენიმე დღით ადრე, 5 აპრილს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირი აკრძალავს ნახშირის იმპორტს რუსეთიდან  წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით.

ამასთან, ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთმა თითქმის 17,6 მილიარდი დოლარის ნახშირის ექსპორტი მოახდინა, აქედან 3,7 მილიარდი ევროკავშირში. ევროსტატის მონაცემებით, რუსეთიდან ევროკავშირში ნახშირისა და ნახშირის პროდუქტების მთლიანი იმპორტი 2021 წელი შეფასდა 5,17 მილიარდ ევროდ (ყველაზე მეტად გერმანიაში – 988 მილიონი ევრო).

სავარაუდოდ, ევროკავშირმა ჩათვალა, რომ რეალურად ჰქონდა რუსული ნახშირის შეცვლის მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ადრე იყო დაშვებული და შემოიღო უფრო მკაცრი აკრძალვა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ამბობს ალექსეი კალაჩევი, Finam-ის მეტალურგიის ანალიტიკოსი. როგორც ჩანს, თავდაპირველად ევროკავშირი გულისხმობდა მხოლოდ ნახშირს, მაგრამ შედეგად, ყველა სახის მყარი საწვავი, მათ შორის კოქსი და ტორფი, მოექცა ემბარგოს ქვეშ, დასძინა მან.

მართლაც, ნახშირის პროდუქტების ბოლო კატეგორიები, რომლებიც აკრძალულია, მოიცავს კოქს და ნახევრად კოქს, ასევე ზეთებს და ნახშირის ტარის მაღალი ტემპერატურის გამოხდის სხვა პროდუქტებს, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ამ პროდუქციის იმპორტმა რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წელს შეადგინა კიდევ დაახლოებით 3 მილიარდი ევრო, ევროკომისია ადასტურებს, რომ ემბარგო დაწესებულია „ყველა სახის რუსულ ქვანახშირზე“.

პრობლემური იქნება რუსული ნახშირის ჩანაცვლება, კერძოდ ენერგეტიკული ნახშირი, რომელიც გამოიყენება სითბოს და ელექტროენერგიის წარმოებისთვის და შეადგენს ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით 70%-ს, ამბობს კირილ ჩუიკო, BCS Global Markets-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ალტერნატიული მიწოდება ინდონეზიიდან და ავსტრალიიდან უფრო ძვირი იქნება ტრანსპორტის გრძელი მანძილის გამო, განმარტავს ის.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply