Author Archives: admin

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: ვცდილობთ სხვა ქვეყნები დავარწმუნოთ უარი თქვან რუსულ ნავთობზე

საფრანგეთი მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე ემბარგოს და სხვა ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას “ეწინააღმდეგებიან”. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 18 აპრილს რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა. “როდესაც ხედავთ, რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს ისე არის საჭირო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა. სწორედ ამას ვამზადებთ… რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ...

Read More »

აშშ-ში მაისის თვეში ფიქალი ნავთობის მოპოვების 1,5%-ით გაზრდას ვარაუდობენ

2022 წლის მაისის თვეში აშშ-ში ფიქალი ნავთობის მოპოვების ზრდა აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენს 132 ათას ბარელს (1,5%) – 8,649 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აპრილის თვეში ფიქალი ნავთობის ფაქტობრივი მოპოვება იმ მაჩვენებელზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე სააგენტოს წინა პროგნოზში იყო ნავარაუდევი და შეადგინა 8,517 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში 8,708 მილიონი ბარელის ...

Read More »

როგორია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსული ენერგოიმპორტისთვის ემბარგოს დაწესების თაობაზე?

ევროკავშირის მინისტრები რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სანქციების პოტენციურ მეექვსე რაუნდს განიხილავენ, თუმცა რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს საკითხი ბლოკის წევრებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის გაცხადებით, ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსულ ენერგეტიკაში €35 მილიარდი გადაიხადა. 2021 წელს ევროკავშირში მოხმარებული გაზის 40%-ის, ხოლო ნავთობის 25%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა მრავალგზის მოუწოდა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე სანქციების ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან კომუნიკაცია აღდგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს შორის პირდაპირი კომუნიკაცია აღდგა, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებაშია აღნიშნული. ”აშკარად არ იყო მდგრადი ვითარება და ძალიან კარგი ამბავია, რომ მარეგულირებელს ახლა შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს ელექტროსადგურს მაშინ, როცა ეს საჭიროა,” – თქვა გროსიმ განცხადებაში. რუსული ძალები ჩერნობილს ხუთი კვირის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მათ ელექტროსადგური 31 მარტს ...

Read More »

ერაყის ნავთობის მინისტრი აცხადებს ქვეყანაზე ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნით ზეწოლის შესახებ

ერაყი ზეწოლას განიცდიდა ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნითე OPEC-ის შეთანხმებების მიღმა. ერაყის ნავთობის მინისტრის ი.ა.ჯაბარის ტელეარხ Al Arabiya-სთან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მინისტრმა არ დაასახელა მხარე, რომელიც ერაყისგან ნავთობის მოპოვების გაზრდას ცდილობდა. ასევე მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართა ეს მოლაპარაკებები. ამავდროულად ჯაბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ OPEC მზად არის უზრუნველყოს ნედლი ნავთობის მიწოდება ნებისმიერი დეფიციტის ასანაზღაურებლად.

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები გრძელვადიანი უნდა იყოს, რადგან დიდი ბრიტანეთი ხვდება რუსეთის აგრესიის ეკონომიკურ ბიძგებს. მისივე თქმით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგო იაფი იქნება“. ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ...

Read More »

მაღალი ფასის მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. 2022 წლის იანვარ-მარტი ამ მხრივ პოზიტიური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები რეკორდულად მაღალია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს, რასაც აღმავალი ტრენდი აქვს და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტყველებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტის  განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 257,2 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით, ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ...

Read More »

პოლონეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლონეთის ქალაქ სილეზიაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა და შვიდი დაიკარგა. აფეთქება დაახლოებით ათასი მეტრის სიღრმეზე, პავლოვიცეში მდებარე პნიოვეკის მაღაროში მოხდა, რომელსაც მართავს სამთო კომპანია Jastrzebska Spolka Weglowa (JSW). კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამაშველო ოპერაცია უნდა შეჩერებულიყო ხანძრის გამო. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის დროს შვიდ მაშველთან კონტაქტი დაიკარგა. ექიმების თქმით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათ ფილტვებისა და ...

Read More »

“საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის შემთხვევაში, დიდი ენერგოკომპანიების მოზიდვას შევძლებთ”

“საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” განცხადებით, საბედნიეროდ, საინვესტიციო გარემო ჩვენს ქვეყანაში კიდევ არსებობს. როგორც ასოციაციის პროექტების მენეჯერმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განმარტავს ეს ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ განვითარებულმა და უკვე განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს უკვე განახლებადი ენერგიის ათვისებაზე მუშაობა და ბევრ ქვეყანაში ეს რესურსი ამოწურულია, შესაბამისად საქართველო ამ მხრივ ხელმისაწვდომია. “მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ისტორია გვაქვს დიდი პრიექტების განხორციელების, ინვესტორების დაინტერესება მაინც ...

Read More »

„თელმიკოს“ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო) „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის პერიოდის ცვლილების თაობაზე „თელმიკომ“ არ უზრუნველყო მომხმარებლის ოფიციალური ინფორმირება. მიმდინარე წლის თებერვალში, „თელმიკოს“ წინააღმდეგ განცხადებით სემეკს მიმართა მომხმარებელმა, რომელმაც საჩივარში მიუთითა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის ცვლილების, ...

Read More »