“საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის შემთხვევაში, დიდი ენერგოკომპანიების მოზიდვას შევძლებთ”

“საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” განცხადებით, საბედნიეროდ, საინვესტიციო გარემო ჩვენს ქვეყანაში კიდევ არსებობს.

როგორც ასოციაციის პროექტების მენეჯერმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განმარტავს ეს ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ განვითარებულმა და უკვე განვითარებადმა ქვეყნებმაც დაიწყეს უკვე განახლებადი ენერგიის ათვისებაზე მუშაობა და ბევრ ქვეყანაში ეს რესურსი ამოწურულია, შესაბამისად საქართველო ამ მხრივ ხელმისაწვდომია.

“მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ისტორია გვაქვს დიდი პრიექტების განხორციელების, ინვესტორების დაინტერესება მაინც საკმაოდ დიდია და თუ ხელს შევუწყობთ საინვესტიციო გარემოს განვითარებას, აუცილებლად შევძლებთ მოვიზიდოთ დიდი კომპანიები, დავაინტერესოთ ისინი ჩვენი განახლებადი ენერგიებით და ზოგადად ჩვენი ქვეყნით.”-აცხადებს, მატა გორდეზიანი.

Leave a Reply