აშშ-ში მაისის თვეში ფიქალი ნავთობის მოპოვების 1,5%-ით გაზრდას ვარაუდობენ

2022 წლის მაისის თვეში აშშ-ში ფიქალი ნავთობის მოპოვების ზრდა აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენს 132 ათას ბარელს (1,5%) – 8,649 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

აპრილის თვეში ფიქალი ნავთობის ფაქტობრივი მოპოვება იმ მაჩვენებელზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე სააგენტოს წინა პროგნოზში იყო ნავარაუდევი და შეადგინა 8,517 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში 8,708 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოპოვების ოდენობის ზრდა მოსალოდნელია შვიდ სანავთობო რაიონში, სადაც თავმოყრილია ძნელადმოსაპოვებელი ნავთობი. ყველაზე დიდი ზრდა ივარაუდება პერმის აუზში, სადაც მაისის თვეში ფიქალი ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება უნდა გაიზარდოს 82 ათასი ბარელით 5,137 მლნ ბარელამდე/დღეში.

Leave a Reply