Author Archives: admin

თურქეთი ემზადება რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის

თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, – იტყობინება Bloomberg-ი. თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც. ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს ...

Read More »

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი 2023 წლის მეორე ნახევარში გახდება

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი  2023 წლის მეორე ნახევარში გახდება, – ამის შესახებ ეკოლოგიის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა განაცხადა. „ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე“, – განაცხადა ჩინგოლანმა. მისი თქმით, იტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის იტალია შესაძლოა, თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს რუსული გაზისგან. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  იტალია რუსეთისგან იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40%-ს იღებს და ცდილობს ენერგიის ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა. 500მმ-იან გაზსადენს , ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე საკუთარი სახსრებით აშენებს. მისი საერთო სიგრძე 60 კილომეტრია და აბაშიდან ქობულეთამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარებას. ამჟამად, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ეწვია

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. მასთან ერთად სსე-ში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ბოლო წლებში საქართველოს შიდა ქსელის გაძლიერების და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს, ქარის და მზის ელექტროსადგურების ინტეგრაციის ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობსა და გაზზე წლის ბოლომდე უარს იტყვის

„გერმანია აპირებს ზაფხულის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის იმპორტის განახევრებას და წლის ბოლომდე ნულამდე დაყვანას, გადაწყვეტილება ეხება რუსულ ბუნებრივ აირსაც“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს. „გარკვევით და ცალსახად ვამბობ: დიახ, გერმანიაც მთლიანად შეაჩერებს რუსული ენერგიის იმპორტს. ზაფხულისთვის ნავთობს გავანახევრებთ და წლის ბოლომდე ნულზე დავიყვანთ“, – აცხადებს მინისტრი. შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს ...

Read More »
ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

აზერბაიჯანის გავლით ექსპორტირებული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, რუსული ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა, წამყვანი ტრეიდერები, სანქციებში მოხვედრის შიშით, უარს ამბობენ რუსული ნედლეულის გაყიდვაზე. ყაზახური კომპანიებიც კი არიდებენ თავს დღეს რუსულ ნავთობს. აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან ...

Read More »

ვაგიტ ალეკპეროვმა „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციები კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, ვაგიტ ალეკპეროვსაც შეეხო, მან „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადებას აღნიშნული კომპანია ავრცელებს. „შესაბამისი განცხადება გადადგომის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, დღეს გაეგზავნა“, – განაცხადა ლუკოილმა. „ლუკოილში“ აღნიშნეს, რომ ვაგიტ ალეკპეროვი მაკონტროლებელი აქციონერი არ არის და იგი უშუალოდ აქციების მხოლოდ 3,12%-ს ფლობს. „იგი ასევე ფონდების მეშვეობით 5,43%-საც ...

Read More »

ევროპის მწვანე შეთანხმება – შეძლებს თუ არა საქართველო დოკუმენტით დადგენილი მიზნების მიღწევას

მსოფლიოში 1750-1850-იანი წლები ინდუსტრიალიზაციის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ეკოლოგიური ფაქტორები თითქმის სრულად უგულველყო. უარი თქვა აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე და პრიორიტეტი მსხვილ ავტომატიზაციაზე დამყარებულ წარმოებას მიანიჭა. ცივილიზებული სამყაროს შეცვლილი ქცევა ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად კლიმატის ცვლილებების საწინდარი გახდა. საზოგადოებას გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგების აღსაქმელად და საკუთარ თავზე გამოსაცდელად თითქმის სამი საუკუნე დასჭირდა. 2019 წელს კი საფუძველი ახალ და ახლა ...

Read More »

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა. „რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა. ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს. პროექტზე კომპანია Turkish Petroleum Corporation ამუშავებს და დღის წესრიგში გადასახადების შემცირებაც დადგება. ინვესტიციის საერთო ღირებულება დაახლოებით, 145.1 მილიარდი თურქული ლირაა, რაც საშუალოდ 9.9 მილიარდ დოლარს უტოლდება და მასზე მუშაობის ვადები 11 წლით განისაზღვრება. კომპლექსი საქარიის პროვინციაში აშენდება, რომელიც შავი ზღვიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და საიდანაც 2020 წელს 540 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »