USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა.
500მმ-იან გაზსადენს , ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე საკუთარი სახსრებით აშენებს. მისი საერთო სიგრძე 60 კილომეტრია და აბაშიდან ქობულეთამდე მონაკვეთს მოიცავს.
გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარებას.
ამჟამად, გაზსადენის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქის თავზე საჰაერო გადასასვლელის მონტაჟი მიმდინარეობს.

Leave a Reply