Author Archives: admin

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 26 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კობერიძისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნადარეიშვილის, გაზაფხულისა და კამანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 ...

Read More »

რუსეთში, ბრიანსკში იწვის ორი ობიექტი – სარაკეტო-საარტილერიო არსენალი და ნავთობ-ბაზა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

Read More »

ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო

ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება. მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც აგრძელებს ნავთობის ბაზრის განადგურებას, – ამის შესახებ Bloomberg წერს. სვენ მალჰოლტის, საწვავის მიმწოდებლის Monjasa Group-ის მთავარი ხელმძღვანელის თქმით, გემები, რომლებიც ომამდე ბალტიის რეგიონში დაბალი გოგირდის საწვავით ავსებდნენ მარაგს, ახლა სულ უფრო და უფრო მიდიან ჰოლანდიურ-ბელგიის კერაში დამატებითი მარაგისთვის. ეს ამკაცრებს ბაზარს და ქმნის დომინოს ეფექტს დანარჩენი ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის. თუმცა, ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს კი მხოლოდ რუსთავი წარმოადგენს. “ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება, ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ ...

Read More »

გერმანია მცურავი LNG-ტერმინალების იჯარით ასაღებად €3 მილიარდს გამოყოფს

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტისთვის მცურავი ტერმინალების იჯარით ასაღებად თითქმის €3 მილიარდს დახარჯავს. ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად სწორედ თხევად ბუნებრივ აირს განიხილავს. თხევადი გაზის იმპორტს გემების საშუალებით დაახლოებით ოცი ქვეყანა ახორციელებს. წამყვან მომწოდებლებს შორის ავსტრალია, კატარი და შეერთებული შტატები არიან. თხევად მდგომარეობაში, ნაკლები სივრცის დასაკავებლად, LNG ჩამოსვლისას ...

Read More »

ბერბოკი: თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა. „უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე უარის თქმის შესახებ. არსებობს ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ბრიტანეთმა რუსულ „გაზპრომთან“ ანგარიშსწორების უფლება მაისის ბოლომდე გასცა

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია „გაზპრომბანკთან“, ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების უფლების დაშვების შესახებ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ევროკავშირში გაზის მიწოდებ გულისხმობს. ამის შესახებ kommersant.ru წერს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიცენზია მომსახურების იმ კონტრაქტებზე ვრცელდება, რომლებიც სანქციების ძალაში შესვლამდე, ანუ 21 აპრილამდე გაფორმდა. ეს შეღავათი 31 მაისამდე იმოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა „გაზპრომს“ სანქციები მარტში დაუწესა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ...

Read More »

რუსული ნავთობის გადაზიდვები მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები, მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg გემების მონიტორინგისა და პორტის აგენტის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომლის თანახმადაც შავი ზღვის, ბალტიის და არქტიკის სანაპიროების პორტებიდან აზიისკენ მიმავალი ტვირთის მოცულობა გასულ ორ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Bloomberg-ის ცნობით, რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან სულ 30-მა ტანკერმა ჩატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი. შედეგად, საზღვაო ნავთობის საშუალო ნაკადი დღეში 3,12 მილიონი ...

Read More »

მაკრონი: რუსულ გაზზე ემბარგო ჯერჯერობით არ განიხილება

ევროპისთვის რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება შესაძლოა  სანქციების ფარგლებში განხილვის საგანი გახდეს, მაგრამ დღეს ეს არ განიხილება, განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს. „ეს არის საკითხი (ემბარგო გაზსა და ნავთობზე), შეიძლება იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ დღეს არა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ნახშირზე და ნავთობზე, მაგრამ ჯერ არა გაზზე. ვიცით, რა დიდ სირთულეებს იწვევს ეს. ამიტომ ...

Read More »