Author Archives: admin

2026 წლისთვის აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წილი 24%-ს მიაღწევს

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროების წილი წარმოების სიმძლავრეში 2026 წლისთვის 24%-ს მიაღწევს. აზერბაიჯანული Report-ის ცნობით, ააღნიშნულის შესახებ ნათქვამია „აზერბაიჯანის 2022-2026 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში“, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ხსენებული 2030 წლისთვის 30%-ის (განახლებადი ენერგიის წყაროების წილის) მიღწევის მიზანს შეესაბამება.

Read More »

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შეკითხვის შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ესპანეთი ევროპას გაზის ექსპორტის საკუთარ გეგმას შესთავაზებს

ესპანეთი ევროპას შესთავაზებს გაზის ექსპორტს პირენეის ნახევარკუნძულზე გამავალი ორი მილსადენის საშუალებით და მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარი სისტემის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის მოხმარების შემცირება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრმა ტერეზა რიბერამ განაცხადეს, რომ ესპანეთი არ ეთანხმება ევროკომისიის ინიციატივას. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე გაზის მოთხოვნა 15%-ით ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა. პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ...

Read More »

ხვალ ევროკავშირი რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაზე იმსჯელებს

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 26 ივლისს, რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულების შემცირების საკითხს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა. „ევროკავშირმა გადაწყვიტა ეტაპობრივად დააღწიოს თავი რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულებას, თანაც, რაც შეიძლება მალე… ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე მომავალ სამშაბათს“, – განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა. მანამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ...

Read More »

ლიბია ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს

ლიბია აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 1,2 მილიონ ბარელამდე/დღეში. ნაციონალური  სანავთობო კორპორაციის (NOC) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. წინა დრით ლიბიაში ნავთობის მოპოვების დონე გაიზარდა  860 ათას ბარელამდე/დღეში საბადოებზე ფორს-მაჟორის მოხსნის შემდეგ. ლიბიის ნაციონალურმა  სანავთობო კორპორაციამ განაცხადა, რომ ხდება ნავთობის ექსპორტის აღდგენა ფორს-მაჟორის მოხსნისა და კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ. „NOC-მა და მისმა პარტნიორებმა მიაღწიეს ნავთობის მოპოვების ზრდას 860 ათას ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ 0,9-დან 1.5 პროცენტამდე. „ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ ...

Read More »

ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, საფრანგეთში იმ მაღაზიებს, რომლებშიც გაგრილების სისტემები მუშაობს, კარის ღია მდგომარეობაში დატოვება აეკრძალებათ

საფრანგეთში იმ მაღაზიებს, რომლებშიც გაგრილების სისტემები მუშაობს, კარის ღია მდგომარეობაში დატოვება აეკრძალებათ. ამასთან, აიკრძალება მანათობელი სარეკლამო აბრების ღამის განმავლობაში ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. მიზეზად ენერგიის მოხმარების შემცირება სახელდება, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. ახალ რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე დღეში იგეგმება. იმ ბიზნესობიექტებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით, €750-ის გადახდა მოუწევთ. ამავე შინაარსის მუნიციპალური წესები, ივლისის შუა რიცხვებიდან, უკვე მოქმედებს ზოგიერთ ისეთ ქალაქში, როგორებიცაა ლიონი, ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკომისიის ენერგეტიკულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს

ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა. როგორც სააგენტო წერს, ბოლდუინი მიმდინარე კვირას იმყოფებოდა ნიგერიაში, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ნიგერია აუმჯობესებს უსაფრთხოებას მდინარე ნიგერის დელტაში და გეგმავს „ტრანს-ნიგერის გაზსადენის“ ამუშავებას, რაც ევროპაში მეტი გაზის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. „მათ გვითხრეს, მოდით და ვისაუბროთ კიდევ ...

Read More »

საუდის არაბეთი და ერაყი ევროპას უფრო მეტ ნედლ ნავთობს აწვდიან

საუდის არაბეთი და ერაყი ნედლი ნავთობის სულ უფრო მეტ მოცულობას აგზავნიან ევროპისკენ, რაც რუსული რესურსის გარეშე დარჩენილი კონტინენტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დეფიციტის დაძლევაში ეხმარება. Bloomberg-ი გემების მოძრაობას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ივლისის პირველ სამ კვირაში მილსადენით, შუა აღმოსავლეთიდან ეგვიპტის გავლით, ევროპაში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გავიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს გაორმაგებული რიცხვია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბევრმა ევროპულმა კომპანიამ არჩია ...

Read More »