ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 26 ივლისს, რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულების შემცირების საკითხს განიხილავენ.
აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა.
„ევროკავშირმა გადაწყვიტა ეტაპობრივად დააღწიოს თავი რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულებას, თანაც, რაც შეიძლება მალე… ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე მომავალ სამშაბათს“, – განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა.
მანამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ზამთრისთვის ემზადება, „ყველაზე ცუდი“ სცენარის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს, რომ „გაზპრომი“ ევროპას გაზს აღარ მიაწოდებს.