ესპანეთი ევროპას შესთავაზებს გაზის ექსპორტს პირენეის ნახევარკუნძულზე გამავალი ორი მილსადენის საშუალებით და მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარი სისტემის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის მოხმარების შემცირება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრმა ტერეზა რიბერამ განაცხადეს, რომ ესპანეთი არ ეთანხმება ევროკომისიის ინიციატივას. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე გაზის მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ.
„კერძოდ, ესპანეთს შეუძლია თვეში 69,3 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეთავაზება, რაც სამჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებლს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რის საფუძვლადაც ბრიუსელი ითხოვს 15%-ით შემცირებას”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ესპანეთი საკუთარ წინადადებას სამშაბათს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე გააჟღერებს.