ლიბია აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 1,2 მილიონ ბარელამდე/დღეში. ნაციონალური სანავთობო კორპორაციის (NOC) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
წინა დრით ლიბიაში ნავთობის მოპოვების დონე გაიზარდა 860 ათას ბარელამდე/დღეში საბადოებზე ფორს-მაჟორის მოხსნის შემდეგ.
ლიბიის ნაციონალურმა სანავთობო კორპორაციამ განაცხადა, რომ ხდება ნავთობის ექსპორტის აღდგენა ფორს-მაჟორის მოხსნისა და კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ.
„NOC-მა და მისმა პარტნიორებმა მიაღწიეს ნავთობის მოპოვების ზრდას 860 ათას ბარელამდე/დღეში ფორს-მაჟორის მოხსნის შემდეგ 560 ათასი ბარელის მაჩვენებლიდან“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორპორაცია აპირებს ორი კვირის განმავლობაში მოპოვების დონის გაზრდას 1,2 მილიონ ბარელამდე/დღეში.