Author Archives: admin

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ში, კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. გამოცემის ცნობით, ხანძარ ოაკის გამო, ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი,  განადგურებულია 10 სახლი. ცეცხლის ჩაქრობას ამ დროისთვის 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ცდილობს.

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

საბერძნეთი ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას არ აპირებს

საბერძნეთი აპირებს უარი თქვას ევროკომისიის გეგმაზე ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ. ამის შესახებ RBC-Ukraine საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელზე იანის იკონომზე დაყრდნობით წერს. საბერძნეთი ემზადება შესაბამისი საკითხი წამოაყენოს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების რიგგარეშე საბჭოზე, რომელიც ამ სამშაბათს გაიმართება. „კომისიის წინადადებას 15%-ით შემცირების შესახებ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს”- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ქვეყნებს შესთავაზა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან ...

Read More »

გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამით არ განათდება

ბერლინში მდებარე, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რეზიდენცია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამის საათებში არ განათდება. ამის შესახებ ​DPA წერს. შტაინმაიერის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ამიერიდან, ღამის საათებში რეზიდენცია მხოლოდ უცხოელი ოფიციალური პირების ვიზიტის შემთხვევაში განათდება. აღნიშნულია, რომ ბელვიუს სასახლე ნაწილობრივ ელექტროენერგიას ჰიდროელექტროსადგურებიდან, ნაწილობრივ კი შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელებიდან იღებდა. რეზიდენციის რემონტის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა იგეგმება – კერძოდ, გათბობის სისტემის ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანი გაზის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ იუწყება

სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

BPაზერბაიჯანში ერთ-ერთ პროექტს აჩერებს და ტოვებს მას

ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია BP-მ გამოაცხადა კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის პერსპექტიული ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკზე საძიებო სამუშაოების შეწყვეტისა და პროექტიდან გასვლის შესახებ. ბახტიარ ასლანბეილმა, BP-ის კასპიის რეგიონის კომუნიკაციების დირექტორმა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კომპანიის მიერ 2020-2022 წლებში გაბურღული სამი საძიებო ჭაბურღილი, რომელიც 2020-2022 წლებში აბშერონის ნახევარკუნძულის ზედაპირული წყლის პროექტის (SWAP) ფარგლებში იყო გაბურღული, ცარიელი აღმოჩნდა – „არ არსებობს კომერციულად მნიშვნელოვანი, ...

Read More »

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი. „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი ...

Read More »

კვიპროსი მზადაა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, – თქვა მან. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

როგორი იქნება ზამთარი ევროპისთვის თუ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა – „ცდილობენ, რომ ალტერნატიული წყაროები გააჩინონ“

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ...

Read More »

“ევროპა ცდილობს, რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობა 2027 წლისთვის მოიპოვოს”

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, როგორც გაზის მიწოდებაში პარტნიორი – არასანდოა, ევროკავშირმა უნდა შეამციროს მისი მოხმარება ისე, რომ 2023 წლის მარტისთვის დანაზოგი 15% (45 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინოს. ამის შესახებ მან dpa-სთან ინტერვიუში თქვა. “ჩვენს მთავარ მიზნად რჩება, არაუგვიანეს 2027 წლისა რუსული გაზის იმპორტისგან სრული დამოუკიდებლობა შევძლოთ,” – ხაზგასმით აღნიშნა მან. დიპლომატის თქმით, ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას ტერორის ერთ-ერთი ფორმა უწოდა და მოუწოდა ევროკავშირს, რომ ამ შანტაჟს უფრო მკაცრი სანქციებით უპასუხოს. „დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, ...

Read More »