აშშ-ში, კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ხანძარ ოაკის გამო, ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, განადგურებულია 10 სახლი.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დროისთვის 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ცდილობს.