საბერძნეთი აპირებს უარი თქვას ევროკომისიის გეგმაზე ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ. ამის შესახებ RBC-Ukraine საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელზე იანის იკონომზე დაყრდნობით წერს.
საბერძნეთი ემზადება შესაბამისი საკითხი წამოაყენოს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების რიგგარეშე საბჭოზე, რომელიც ამ სამშაბათს გაიმართება.
„კომისიის წინადადებას 15%-ით შემცირების შესახებ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს”- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ქვეყნებს შესთავაზა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში.
ესპანეთში განაცხადეს, რომ არ დაუჭერენ მხარს გაზის მოხმარების შემცირების ინიციატივას.
წყარო: commersant.ge