ბერლინში მდებარე, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რეზიდენცია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამის საათებში არ განათდება.
ამის შესახებ DPA წერს.
შტაინმაიერის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ამიერიდან, ღამის საათებში რეზიდენცია მხოლოდ უცხოელი ოფიციალური პირების ვიზიტის შემთხვევაში განათდება.
აღნიშნულია, რომ ბელვიუს სასახლე ნაწილობრივ ელექტროენერგიას ჰიდროელექტროსადგურებიდან, ნაწილობრივ კი შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელებიდან იღებდა.
რეზიდენციის რემონტის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა იგეგმება – კერძოდ, გათბობის სისტემის გადაყვანა გეოთერმულ ენერგიაზე (ამჟამად, შენობაში გათბობა ცენტრალიზებულია, მას არ აქვს ვენტილაციის სისტემა).
გერმანიის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაური იყენებს ლიმუზინებს ჰიბრიდული ძრავით, გარდა ამისა, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია ოთხი ველოსიპედი, რომელთა რაოდენობის გაზრდაც დროთა განმავლობაში იგეგმება.