Author Archives: admin

„ჩერნობილის დატყვევებული თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, დავალებებს ვერ ასრულებენ“

ჩერნობილი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, გარკვეულ დავალებებს ვერ ასრულებენ, – ამის შესახებ გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დატყვევებული თანამშრომლები თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს. მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა. გარდა ამისა, ატომურ ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს, – ამის შესახებ „ენერგოტომის“ პრესსამსახური იტყობინება. კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილზე მოხდა. აფეთქების დროს სადგურის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს. „ფაშისტმა სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე სასწავლო ცენტრისა და No1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან. ისინი აპირებენ გააგრძელონ აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებების შედეგად პერსონალმა სამსახური დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეიცვალა ...

Read More »
ისტორიული მოვლენა ქართულ ენერგეტიკაში

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს, ოკუპანტებმა კვლავ დააზიანეს

ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და ქალაქ სლავუტიჩს ელექტროენერგიით ამარაგებს, საოკუპაციო ძალებმა ისევ დააზიანეს, – ინფორმაციას უკრაინის გადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ ავრცელებს. ამ კომპანიის გუნდმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ცოტა ხნის წინ შეაკეთა, რითაც სადგურ დენის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგინეს. „ვიდრე ელექტრომომარაგება სრულად აღდგებოდა, საოკუპაციო ძალებმა ის კვლავ დააზიანა. ჩვენი სარემონტო ეკიპაჟი კვლავ უნდა გაემართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან, რათა აღმოაჩინოს და გამოასწოროს ახალი დაზიანებები. „უკრენერგო“ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთის შემდეგ აზერბაიჯანია

საქართველოს ელექტროენერგია რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვს. რუსეთიდან მიწოდების მოცულობა დაახლოებით 1,2 გვტ.სთ-ია, ხოლო აზერბაიჯანიდან – დაახლოებით 600 მგვტ.სთ. პარალელურად, ხორციელდება იმპორტი სომხეთიდანაც. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი სიტყვებით, საქართველო ელექტროენერგიის მოთხოვნილების 10-14%-ს იმპორტით იკმაყოფილებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ არის: „ზამთრის თვეებში ძირითადად იმპორტი იზრდება, გაზაფხულზე და ზაფხულში ...

Read More »
ილჰამ ალიევი: TANAP უალტერნატივოა

საქართველოს ახალი შესაძლებლობა, ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ჰაბად იქცეს

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ევროპისა და აზიის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას, რათა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი გამხდარიყო. ქვეყნის მისწრაფებას სხვადასხვა წარმატებული ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტით ნელ-ნელა ხორცი ესხმებოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და TRACECA-ს (საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს) გახსნის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება სამხრეთ ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საჭირო რაოდენობის მიწოდებაზე, რაც სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. „ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის ბაზრის წილი“, განაცხადა NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. „სანქციების და სანქციების შემდგომ ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს მოსკოვში გაემგზავრება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების ...

Read More »

ლიბია იძლევა პირობას, რომ მთლიანად ჩაანაცვლებს რუსეთის ნავთობს ევროპაში

ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ სრულად უარი თქვან რუსულ ნავთობზე 5-7 წელიწადში ლიბიიდან მიწოდების გამო. ლიბიის ნავთობისა და გაზის მინისტრის მოჰამედ აუნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ”ლიბია ახლა ვერ იქნება შემცვლელი… შესაძლოა ხუთ ან შვიდ წელიწადში”, – განაცხადა მან. უკრაინის ომის გამო სანქციების დაწესებამდე რუსეთი ევროპაში დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და საუდის არაბეთის შემდეგ ნედლი ნავთობის სიდიდით ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ფონზე, საქართველოშო ბენზინის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა

მსოფლიო ბაზარზე პიკის შემდეგ ნავთობი მნიშვნელოვნად 20-22 დოლარით ბარელზე $109-მდე გაიაფდა, რაც 17-18 პროცენტიან კლებას ნიშნავს. საქართველოში სიტუაცია ჯერჯერობით საპირისპიროა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი, რეგულარის ტიპის ბენზინის ფასიც კი 3.65 ლარს აღწევს, პრემიუმის – 3.75-ს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასმა $130-ს გადააჭარბა და 14 წლიანი რეკორდი მოხსნა. ფასების დამატებით ზრდას აშშ-ის, კანადისა და ბრიტანეთის მიერ რუსულ ნავთობზე ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს

საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინტერკონექციის გასაძლიერებლად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ერთჯაჭვიანი 330 კვ. ეგხ „გარდაბანის“ გაორჯაჭვიანება, რაც უზრუნველყოფს ორჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლას. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“ მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის „გარდაბანი-500“ სრული რეკონსტრუქცია. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტი ...

Read More »