ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ სრულად უარი თქვან რუსულ ნავთობზე 5-7 წელიწადში ლიბიიდან მიწოდების გამო. ლიბიის ნავთობისა და გაზის მინისტრის მოჰამედ აუნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”
”ლიბია ახლა ვერ იქნება შემცვლელი… შესაძლოა ხუთ ან შვიდ წელიწადში”, – განაცხადა მან.
უკრაინის ომის გამო სანქციების დაწესებამდე რუსეთი ევროპაში დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და საუდის არაბეთის შემდეგ ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო მსოფლიოში.