Author Archives: admin

საქსტატი შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს

2016 წლის 14 ოქტომბერს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით საქართველო ახორციელებს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ენერგეტიკის სტატისტიკის შესახებ. ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ...

Read More »

ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე ტარიფები უცვლელია

მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები – ეს არის სემეკის შეფასება. ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ...

Read More »

სტიქია აშშ-ი: აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა

შობის დღესასწაულზე ქარიშხლის გამო მილიონობით ამერიკელს დიდი უბედურება დაატყდა თავს. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა იყო. გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დასავლეთ ნიუ-იორკში, ბუფალოში, ქარბუქმა მთელ ქალაქს გადაუარა. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები დაშავებულთა დასახმარებლად შემთხვევის ადგილამდე ვერ მიდიან. აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობის დღესასწაულს ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა. ბევრს საშობაო გეგმები ჩაეშალა. ისინი საკუთარი სახლებიდან ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. ხუთი დღის შემდეგ ...

Read More »

აშშ-ში შტორმისა და ქარიშხლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში შტორმისა და ქარიშხლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. როგორც დასავლური მედია წერს, მილიონზე მეტი ამერიკელი და კანადელი შობის დღეს ელექტროენერგიის გარეშე ხვდება. ყველაზე რთული მდგომარეობა მონტანას შტატშია, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა. როგორც ცნობილია, სადღესასწაულო პერიოდში ათასობით ფრენა გაუქმდა.

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მთავრობამ ქარის, მზის და ჰიდროენერგიის პროექტები განიხილა – ვინ არიან ინვესტორები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia, L.P ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ინტერესდებიან ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით. 500 Georgia არის 20 მილიონ ...

Read More »

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია – დავით მირცხულავა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული იდეაა, ის საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს და ამ პროექტით ჩვენი ელექტროენერგეტიკა ევროპის ენერგეტიკის ბაზარზე პირველად შევა. განცხადება დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში გააკეთა. „დაწერეს, რომ ეს პროექტი თითქოს სხვა ქვეყანაში დაიწყო. ის არის სუფთა ქართული იდეა, საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს. წინა ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, ახალი წლის დღეებში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან თავი შეიკავონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან. მისივე თქმით, ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას წიწვოვანი მცენარეების მოპოვების ადგილებთან, აკონტროლებს ტრანსპორტირების პროცესს. ამასთან, მაია ჩხობაძემ მოქალაქეებს საჯარიმო სანქციების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „ახლოვდება ახალი წელი და გვიწევს პრევენციული ხასიათის განცხადების გაკეთება, რომ ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

რუსეთის ვიცე-პრემიერი: აზერბაიჯანში გაზის დეფიციტია

რუსეთი აზერბაიჯანთან შეთანხმდა გაზის მიწოდების გაზრდაზე მისი შიდა მოხმარებისთვის, სამომავლოდ, შესაძლოა, სვოპ მიწოდებაზეც განიხილოს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა TASS-თან ინტერვიუში. “აზერბაიჯანთან არის შეთანხმება მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ გაზის დეფიციტი. მომავალში, როცა გაიზრდება გაზის მოპოვება, ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ სვოპებზე”, – განაცხადა მან. ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი განიხილავს ყაზახეთისა და უზბეკეთის შიდა ბაზრებზე გაზის მიწოდების ზრდას ...

Read More »