დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა.
უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
„დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ბრიტანეთს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
წყარო: pia.ge