Author Archives: admin

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 2 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ქანთარიას, ინტენსიფიკაციის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ...

Read More »

ევროპაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი პოლონეთს აქვს

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღე უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, საინტერესოა, რა სიტუაციაა მარაგების კუთხით კონტინენტის ქვეყნებში. როგორც აღმოჩნდა, პოლონეთს აქვს გაზის მარაგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. მისი საცავების 95 პროცენტი სავსეა, რაც მთლიანობაში 3,35 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხსენებული მონაცემთ, პოლონეთის ბუნებრივი აირის მარაგი ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო 46 პროცენტიან მაჩვენებელს. გაერთიანების ყველა ქვეყანა, რომელიც ავრცელებს ანგარიშს ...

Read More »

ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

31 მაისის მონაცემებით, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში გაიზარდა და ბარელზე 123 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 8 მარტის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ...

Read More »

ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ბატარეებისა და აკუმულატორების, საბურავებისა და ელექტრომოწყობილობების მწარმოებლებისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება. მწარმოებლები, რომლებიც ელექტრონულ რეესტრში არ იქნებიან დარეგისტრორებული ბაზარზე პროდუქციის განთავსებას ვეღარ შეძლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 1-ელი ივნისიდან, მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი  შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ  მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ ...

Read More »

„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ, მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და ფასი დაწიონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილის შემცირების შესახებ მოსკოვს აიძულებს, ნავთობი სხვებს უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს. „ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ. მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და რა თქმა უნდა, ფასის დაწევა მოუწევთ“, – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ამ გზით მოსკოვს ომის საწარმოებლად ნაკლები შემოსავალი ექნება. შეგახსენებთ, ვენაში ...

Read More »

აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ. უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი ...

Read More »

უკრაინაში რუსული “ტატნეფტის” ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღეს

უკრაინაში სასამართლომ რუსული ნავთობკომპანია “ტატნეფტის” მიერ დაფუძნებული კომპანიების მოძრავი და უძრავი ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტატნეფტი” აწვდის ნავთობპროდუქტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების საჭიროებებისთვის. “ამჟამად დაკავებულია უძრავი ქონების 115 ობიექტი: ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, არასაცხოვრებელი შენობები, მიწის ნაკვეთები, საწვავის 118 მანქანა და მსუბუქი ავტომობილი”, ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

“გაზპრომმა” განაცხადა, რომ Shell-თან დადებული კონტრაქტით გერმანიას გაზს აღარ მიაწვდის

იმის გამო, რომ ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, “გაზპრომ ექსპორტი” მას 1 ივნისიდან გაზს არ მიაწვდის. ამის შესახებ გაზპრომმა 31 მაისს Telegram-ში განაცხადა. “Shell Energy Europe Limited-მა აცნობა “გაზპრომ ექსპორტს”, რომ იგი არ აპირებს გადაიხადოს გადასახდები რუბლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების და “გაზპრომ ექსპორტის” მიერ შეთავაზებული სქემის შესაბამისად. ამ კონტრაქტით მიწოდების მაქსიმალური ...

Read More »

აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »