აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე.

ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე.

ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply