Author Archives: admin

მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. “თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პირველ თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ...

Read More »

Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა

ჩინურმა სამშენებლო კომპანია Evergrande-მა ელექტრონული ავტომობილების წარმოება დაიწყო და Tesla-ს კონკურენტობას აპირებს. მეტიც, Evergrande-ის აღმასრულებელი დირექტორის – ჰუი კა იანის განცხადებით, კომპანია გეგმავს, ელექტრომობილების წარმოება მთავარ საქმიანობად აქციოს. 12 იანვარს სამშენებლო სფეროში სახელგანთქმულმა კომპანიამ საზოგადოებას პირველი ელექტრომობილი – Hengchi 5 all-electric compact SUV წარუდგინა. მის შექმნაზე პასუხისმგებელმა გუნდმა – Evergrande New Energy Vehicle Group-მა პირველი ელექტრომანქანის აწყობა ვადაზე 12 დღით ადრე მოახერხა, დეკემბერში კი მასობრივ წარმოებაზე დაიწყო მუშობა. ...

Read More »

ბელორუსი ნავთობის ტრანზიტის ტარიფს ზრდის

სს „გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები ბელორუსის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანზიტული ტრანსპორტირებისთვის 1 თებერვლიდან 7,4%-ით იქნება ინდექსირებული. როგორც ბელოსუსული მედია იუწყება, აღნიშნული გათვალისწინებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 19 იანვრის No7 ბრძანებულებით. გარდა ამისა, ხსენებული რეზოლუცია ითვალისწინებს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდას ქვეყნის შიდა მარშრუტიებზე იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2022 წელს ბელორუსში პროგნოზირებულ სამრეწველო ფასების ინდექსს.

Read More »

თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, დადგა დრო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ “გამანადგურებელი სანქციები” დააწესოს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე, რაც გაერთიანებას სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. “მოლაპარაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება. რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც, ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპის გაზსაცავები მხოლოდ 39% არის შევსებული

ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 39%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 27,3% (14,4 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია წინა წლებში ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა გახარჯვის დაწყებაც დადგეგმილზე ადრე გახდა საჭირო.

Read More »
ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

EBRD და ILX მწვანე პროექტებზე €500 მილიონის საპენსიო კაპიტალს მიმართავენ

EBRD და ILX ძალებს აერთიანებენ ინსტიტუციური თანაინვესტირების პროგრამისთვის, რომელიც მდგრადი განვითარების ინიციატივებზე ევროპის საპენსიო ფონდების კაპიტალიდან €500 მილიონს მიმართავს. პარტნიორობის ფარგლებში, თანადაფინანსებული ინვესტიციები განხორციელდება იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს EBRD-ის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გარდაქმნას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. ILX, რომელიც ამსტერდამში ბაზირებული აქტივების მართვის კომპანიაა, ინვესტიციას განახორციელებს ევროპული საპენსიო ფონდების სახელით. თანაინვესტირების პროგრამის სამიზნე მაჩვენებელი ნახევარი მილიარდი ევროს ინვესტირებაა მომავალი ...

Read More »

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს, სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ძლიერი ქარის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა გააუქმეს და ბორნები გააჩერეს, რადგან სანაპირო ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია. ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპისთვის რუსული გაზი შესაძლოა, აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლოს

ევროკავშირი მზადაა, გაზის შესყიდვაზე ყატართან და აზერბაიჯანთან ითანამშრომლოს, თუ რუსეთი მიწოდების შეწყვეტას ან შემცირებას გადაწყვეტს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოსეპ ბორელი თავის ბლოგში წერს. „რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს, ამიტომ ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ. ყველაფერს ვაკეთებთ და ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ ამ დაპირისპირებაში დიპლომატიამ იმუშაოს. თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსეთი მიწოდების ...

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება. ცვლილება “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შედის.  პროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, კონკრეტული კომპეტენციები, სამინისტროს ნაცვლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს განესაზღვრება. სამინისტრო კი, ისევ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა. უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენცია იქნება: გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო ...

Read More »