EBRD და ILX ძალებს აერთიანებენ ინსტიტუციური თანაინვესტირების პროგრამისთვის, რომელიც მდგრადი განვითარების ინიციატივებზე ევროპის საპენსიო ფონდების კაპიტალიდან €500 მილიონს მიმართავს.
პარტნიორობის ფარგლებში, თანადაფინანსებული ინვესტიციები განხორციელდება იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს EBRD-ის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გარდაქმნას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად.
ILX, რომელიც ამსტერდამში ბაზირებული აქტივების მართვის კომპანიაა, ინვესტიციას განახორციელებს ევროპული საპენსიო ფონდების სახელით.
თანაინვესტირების პროგრამის სამიზნე მაჩვენებელი ნახევარი მილიარდი ევროს ინვესტირებაა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, რაც აძლიერებს EBRD-ის ამბიციას, გააორმაგოს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება 2025 წლისთვის.
საწყისი ეტაპისთვის ILX-მა გრანტები მიიღო KfW-სგან, გერმანიის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის მთავრობისგან. პარტნიორები იმედს ამყარებენ, რომ ILX მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინსტიტუციური კერძო კაპიტალის მობილიზებაში, რაც შემდეგ საბანკო ინსტიტუტებზე მიიმართება განვითარებად ბაზრებზე კლიმატთან დაკავშირებული ინიციატივების დასაფინანსებლად.
“ILX-თან თანამშრომლობა EBRD-ს ევროპის წამყვან საპენსიო ფონდებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პროექტების დასაფინანსებლად. შესაბამისად, ILX-ი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი იქნება ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის”,- ამბობს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერნიკი.
წყარო: “ბიზნესფორმულა”