ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 39%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 27,3% (14,4 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია წინა წლებში ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა გახარჯვის დაწყებაც დადგეგმილზე ადრე გახდა საჭირო.