Author Archives: admin

უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მილიარდობით ევროს გამომუშავების იმედი აქვს

მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან 1.5 მილიარდი ევროს გამომუშავების იმედი აქვს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის, ლანა ზერკალის განცხადებით, ქვეყნის სურვილი, ევროკავშირში ენერგიის ექსპორტის უფლების მოპოვების შემდგომ, მიღებული შემოსავლის გაზრდაა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდგომ, უკრაინის ელექტროქსელმა რუსეთისა და ბელარუსის ქსელიდან გამოყოფა გადაწყვიტა. ქვეყანაში რუსეთის შეჭრამ, დაგეგმილზე 2.5 წლით ადრე, ქსელიდან კიევის სრულად გამოთიშვა განაპირობა. უკრაინამ მარტში ევროპულ ენერგოსისტემა ...

Read More »
ტანაპ

აშშ რეგიონის მთავრობებთან სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის ერლ ლიტცენბერგის განცხადებით, აშშ რეგიონის მთავრობებთან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ბაქოში, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მიწოდება გაზარდოს. ახლა, რა თქმა უნდა ამ ნედლეულზე მზარდი მოთხოვნაა, ვფიქრობ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ამიტომ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში,გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების, მუხიანის IV მიკრორაიონის, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ლერწმის ქუჩის მოსახლეობას. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $130-იან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,08 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 130,02 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აფეთქების გამო ტეხასის უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელი ქარხანა სამი კვირით დაიხურება

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამამუშავებელი აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა Freeport LNG, რომელიც ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, აფეთქების გამო სამი კვირით დაიხურება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ზე იტყობინება. აფეთქება და ხანძარი ქარხანაში ოთხშაბათს მოხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია აშშ-ს ბუნებრივი აირის  ბაზარზე და შესაძლოა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც იმოქმედოს. ალექს მანტონის, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1000 ნიშნულს ისევ ასცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 017,9 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). ენერგეტიკა – $236.4 მილიონი; საფინანსო სექტორი – $111.1მილიონი; უძრავი ქონება – ...

Read More »

IEA – თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას 2 გრადუსით შეამცირებენ, რუსული გაზი აღარ დასჭირდებათ

ევროპა რუსული გაზის გარეშე მკაცრ ზამთარსაც კი გადაიტანს, თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას ორი გრადუსით შეამცირებენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განცხადება ენერგოეფექტურობის კონფერენციაზე გააკეთა, რაც ორგანიზაციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, IEA-მ გამოვთვალა, რომ თუ ევროპელი მომხმარებლები საკუთარ სახლებში ტემპერატურას მხოლოდ ორი გრადუსით შეამცირებენ, მაშინ, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება, რაც Nord Stream 1-ით ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  9  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  123.45 (-0.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.98 (-0.13)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 7,07%-ით გაიზარდა – „თელასმა“ 55,8 მლნ ლარის მოგება მიიღო

თბილისის ელექტროენერგიის მთავარმა მიმწოდებელიმა 2021 წელი დადებითი მაჩვენებლით დაასრულა. „თელასმა“ გასულ წელს 55,8 მლნ. ლარი წმინდა მოგება მიიღო. 2020 წელთან შედარებით კომპანიის მოგება 2021 წელს 128,7 მლნ-ით გაიზარდა. პანდემიურ 2020–ში კომპანიას 72,9 მლნ ლარის წმინდა ზარალი ჰქონდა. ამის შესახებ სს “თელასის” გასული წლის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.  საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელურმა კომპანიამ, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს 2020 წელს 398 მილიონი ლარის ...

Read More »