Author Archives: admin

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე გაზის ტრანსპორტირება მთლიანად შეჩერებულია მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება შენიშვნები აღჭურვილობის მუშაობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნეს კომპანიაში.

Read More »

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება

„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული ...

Read More »

აგვისტოში, ბრაზილიის ამაზონის ტყეში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა

ბრაზილიის ამაზონის ტყეში, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. ცეცხლის კერებმა 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელს გადააჭარბა. სწორედ სამი წლის წინ მოექცა ამაზონის ტყე მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ბრაზილიის ეროვნული კვლევითი სააგენტოს ინფორმაციით, ამაზონის ტყეში, აგვისტოს პირველი 30 დღის განმავლობაში, ხანძრის 31 513 კერა აღირიცხა.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.69 (+2.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.89 (+2.24)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

“ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. “ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ...

Read More »

ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს

ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში”, – იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა. წყარო: europetime.eu

Read More »

სიონის გაზგამანაწილებლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

სიონის გგს-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და ...

Read More »

მეცნიერებმა ელექტროენერგია უსადენოდ გადასცეს 30 მეტრის მანძილზე

ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი სმარტფონები და ტაბლეტები შეიძლება უსადენოდ, ჰაერიდან დავტენოთ. ინფრაწითელი ლაზერის სინათლის გამოყენებით, მკვლევრებმა 400 მილივატი სინათლის ენერგია 30 მეტრის მანძილზე გადასცეს. ეს მხოლოდ მცირე სენსორების დასამუხტად არის საკმარისი, მაგრამ დროთა განმავლობაში, ტექნოლოგია შეიძლება დაიხვეწოს და უფრო დიდი მოწყობილობების, მაგალითად, სმარტფონების დასამუხტადაც გამოდგეს. ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოდ ხდება — როდესაც აღარ გამოიყენება, ლაზერი ენერგიის დაბალ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება საქართველოსაც – “ევროპული საქართველო”

პარტია “ევროპულ საქართველოში” ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება საქართველოსაც, ხელისუფლება არ რეაგირებს . ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა. „ასეთ დროს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის. რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

დღეს, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,1 ევრო გახდა, ზოგან კი 2,3 ევროზე მეტი, – წერს tagesschau. გუშინ, გერმანიაში მთავრობის მიერ საწვავზე შემოღებული ფასდაკლების მოქმედების ბოლო დღე იყო. მისი დამთავრებისთანავე E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი ლიტრზე დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელზე დაახლოებით 10 ცენტით. გერმანიის ავტომობილისტთა კლუბის თანახმად, საწვავზე გადასახადის დროებით შემცირების პერიოდის გასვლის შემდეგ, ...

Read More »