პარტია “ევროპულ საქართველოში” ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება საქართველოსაც, ხელისუფლება არ რეაგირებს . ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.
„ასეთ დროს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის. რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ მოქალაქეებმა. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს. მოლდოვის ხელისუფლება არ ქმნის პანიკას, მაგრამ მზად არის შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად. როგორც რეაგირებენ ამ გამოწვევაზე საჩვენებელი მაგალითი შეიძლება იყოს.
რუმინეთმა შეიძინა 30 მილიონი იოდის ტაბლეტი, რაც მას დაუჯდა 6 მილიონი ევრო. ბულგარეთმა ასევე შეავსო ანტირადიაციული იოდის ტაბლეტების მარაგები საკუთარ ქვეყანაში. ანალოგიურად მოიქცა ჯამში ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა. ამასთან ერთად ევროკავშირმა მოამარაგა უკრაინა ანტირადიაციული ტაბლეტებით.
ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები მსგავსად სხვებისა და ამით მოქალაქეებს ტოვებს დაუცველს. ჩვენთვის საჯაროდ არ რეაგირებს, არ მოქმედებს და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია რაიმე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს“ – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ნონიაშვილმა