ბრაზილიის ამაზონის ტყეში, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა.
ცეცხლის კერებმა 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელს გადააჭარბა. სწორედ სამი წლის წინ მოექცა ამაზონის ტყე მსოფლიო ყურადღების ცენტრში.
ბრაზილიის ეროვნული კვლევითი სააგენტოს ინფორმაციით, ამაზონის ტყეში, აგვისტოს პირველი 30 დღის განმავლობაში, ხანძრის 31 513 კერა აღირიცხა.