Author Archives: admin

ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიაში საწვავის მასობრივი გაჟონვის მიზეზის გამოძიება გრძელდება

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ოქტომბერში მომხდარი ნავთობის მასობრივი გაჟონვის თაობაზე ფედერალური გამოძიება გრძელდება. გამომძიებლების წამყვანი ვერსიით, კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება ერთ-ერთი დიდი გემის ღუზამ გამოიწვია. ინფორმაციას კალიფორნიის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ინციდენტი მასიურ გაჟონვამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. მილი სავარაუდოდ მოზრდილმა, 366-მეტრიანმა გემმა “დანიტი” დააზიანა. ის პანამაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელის სახელია “დორდელას საფინანსო კორპორაცია”, რომელიც საპასუხო განცხადებას ჯერჯერობით ...

Read More »

გაზსადენის დაზიანების გამო 14 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

გაცნობებთ, რომ კერძო სამშენებლო კომპანია „პალიტრამ” მიწისქვეშა სანიაღვრე სამუშაოების წარმოებისას „თბილისი ენერჯის” გაზსადენი დააზიანა – რის გამოც გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა თბილისი ენერჯის 12500, ხოლო შპს დიდი დიღმის 12000 აბონენეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე გაზსადენის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. „გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე – ფეიქრების ქ. 8, 14 და 14ა-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსებისა და ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი: ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს. თუ ამერიკელები სერიოზულად განწყობილნი არიან, მათ ირანს უსამართლო სანქციები უნდა მოუხსნან“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. 13 ოქტომბერს, ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობ მელიმ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ყველა ვარიანტი განიხილოს, თუ ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ჩვენ მზად ...

Read More »

მეცნიერების საგანგაშო კვლევა – პირველად ისტორიაში ამაზონის ჯუნგლები უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე გამოყოფს

ამაზონის ჯუნგლებს ხშირად დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ. მილიონობით ჰექტარ ტყის მასივში უამრავი მცენარე იზრდება, რომლებიც პლანეტას საკმაოდ დიდი მოცულობის ჟანგბადით ამარაგებენ. ბოლო ათწლეულებში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რასაც ბრაზილიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ამართლებს. ამას გარდა, კლიმატური ცვლილების გამო, ტემპერატურის ზრდამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების გახშირება გამიწვია, რამაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. გამოცემა The Guardians ჟურნალ Nature-ზე დაყრდნობით ...

Read More »

საუდის არაბეთმა გაზისთვის “OPEC +”- ის ანალოგის შექმნის წინადადება წამოაყენა

გაზის ბაზარს სჭირდება “OPEC +”-ის მსგავსი მარეგულირებელი მექანიზმი, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინც აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა  რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე გამოსვლისას. სააგენტო TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის, თხევადი გაზისა და ქვანახშირის ბაზრებზე არსებული სიტუაცია, რომლებიც ფასების მაქსიმუმ პერიოდს განიცდიან, გამოწვეულია ამ სფეროებში არასაკმარისი ინვესტიციებით და  “OPEC +”-ის მსგავსი ...

Read More »

საუდის არაბეთმა გაზისთვის “OPEC +”- ის ანალოგის შექმნის წინადადება წამოაყენა

გაზის ბაზარს სჭირდება “OPEC +”-ის მსგავსი მარეგულირებელი მექანიზმი, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინც აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა  რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე გამოსვლისას. სააგენტო TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის, თხევადი გაზისა და ქვანახშირის ბაზრებზე არსებული სიტუაცია, რომლებიც ფასების მაქსიმუმ პერიოდს განიცდიან, გამოწვეულია ამ სფეროებში არასაკმარისი ინვესტიციებით და  “OPEC +”-ის მსგავსი ...

Read More »

შვეიცარიის შეთანხმება საქართველოსთან სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოსთან და დომინიკასთან გარემოს დაცვის ორმხრივ შეთანხმებას. ეს შეთანხმება შვეიცარიას აძლევს საშუალებას, სათბურის აირების ემისია, შვეიცარიის ტერიტორიის გარდა, სხვა ქვეყნების ხარჯზეც შეამციროს. პარიზის შეთანხმების ფარგლებში შვეიცარიას სურს, თავისი სათბურის აირების 1990 წლის დონე ნახევრამდე შეამციროს. ის გეგმავს, რომ ამ მიზანს, პირველ რიგში, საშინაო ღონისძიებების გატარების შედეგად მიაღწევს. თუმცა პარიზის შეთანხმება ასევე იძლევა შესაძლებლობას, ...

Read More »

გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩხოროწყუში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 18 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 493 297 გრძივი მეტრი გაზსადენი და 6 112 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულება შეადგენს 16 372 691 ლარს. 2019 წელს აშენდა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენი და შესრულდა შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელმაც 1 609 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცა ...

Read More »

მომავალი წლის ბოლოსათვის ბიტკოინი ლეგალური ვალუტა კიდევ 5 ქვეყანაში გახდება

კრიპტოვალუტების გადაცვლის პლატფორმა Bitmex-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, მომდევნო წლის ბოლოსათვის ბიტკოინს ლეგალურ ვალუტად კიდევ 5 ქვეყანა აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას კი, მისი მოსაზრებით, მეტწილად განვითარებადი ქვეყნები მიიღებენ. ალექს ჰოპტნერმა საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტაციისათვის სამი ფაქტორი გამოყო. პირველი და უმთავრესი მიზეზი ფულადი გზავნილებია. მაგალითად, 2020 წელს ელ სალვადორის მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს ფულადი გზავნილები შეადგენდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების დაახლოებით 75% სწორედ ...

Read More »

ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა – ესკო სექტემბრის მაჩვენებლებს აქვეყნებს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ლექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ მთლიანად 1256.658 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია. 2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 313 817 027,7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 237 965,1 ლარი შეადგინა. ◼ – ...

Read More »