გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩხოროწყუში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 18 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 493 297 გრძივი მეტრი გაზსადენი და 6 112 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულება შეადგენს 16 372 691 ლარს.
2019 წელს აშენდა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენი და შესრულდა შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელმაც 1 609 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცა ესარგებლა ბუნებრივი გაზით.

Leave a Reply