გაზის ბაზარს სჭირდება “OPEC +”-ის მსგავსი მარეგულირებელი მექანიზმი, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინც აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე გამოსვლისას. სააგენტო TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის, თხევადი გაზისა და ქვანახშირის ბაზრებზე არსებული სიტუაცია, რომლებიც ფასების მაქსიმუმ პერიოდს განიცდიან, გამოწვეულია ამ სფეროებში არასაკმარისი ინვესტიციებით და “OPEC +”-ის მსგავსი რეგულაციების ნაკლებობით.
”ჩვენ უკვე ვხედავთ გაზის ფასის 500%-ით ზრდას, ნახშირზე ძალიან მაღალ ფასს და თხევად აირზე ფასების 200%-იან ზრდას. თუ ამ ბაზრებს ისეთივე ყურადღება მიექცეოდა, როგორსაც ჩვენ “OPEC +” ვუთმობდით ნავთობის ბაზარს, მაშინ იქ სიტუაცია რა თქმა უნა ბევრად უკეთესი იქნებოდა,” – აღნიშნა მან.
”თუ შევხედავთ გაზისა და ნახშირის ბაზარს, ვნახავთ, რომ მათ სჭირდებათ მსგავსი მარეგულირებელი. შესაძლოა, მათ მხოლოდ Copy paste-ის გაკეთება დასჭირდეთ და გაიმეორონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სანავთობის ბაზარზე, ” – დასძინა მინისტრმა.