Author Archives: admin

“გაზპრომმა“ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი სამჯერ შეამცირა

იანვრის დასაწყისში რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა სლოვაკეთის მიმართულებით სამჯერ შემცირდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკეთის გაზის გადამცემ ოპერატორ Eustream-ზე დაყრდნობით იუწყება. 2021 წლის 31 დეკემბერს  83,8 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა.  2022 წლის 1 იანვარს მაჩვენებელი 49,5 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. 2 იანვარს – 35,5 მლნ კუბურ მეტრამდე.  ხოლო 3 იანვარს – 26,1 მლნ კუბურ მეტრამდე. საერთო ჯამში, 2021 წელს, საშუალო დღიური ამოტუმბვის ...

Read More »

ყაზახეთში, თხევადი გაზის ფასის მატების გამო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს

2022 წლის 1 იანვარს მანგისთაუს პროვინციის გაზგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასი 60 ტენგედან (1 ტენგე = 0,0071 ლარს) 100-120 ტენგემდე გაიზარდა. პროვინციის სხვადასხვა ქალაქებზე გამართული სტიქიური მიტინგების შემდეგ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა, რომ ფასი ბაზრის კანონებიდან გამომდინარე დგინდება და მაშინ, როდესაც თვითღირებულება 100 ტენგემდე, მთავრობას არ შეუძლია დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასის 50-60 ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კომუნალურ გადახდებთან მიმართებით აღრიცხვიანობის სისტემა შეიცვალა. მისი განმარტებით, მაგალითად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯი არის დაფიქსირებული. „ეს აბსოლუტურად გასაგებია, ვინაიდან თუ დეკემბერში ჩვენ ვიღებდით მხოლოდ ერთ ქვითარს, ისიც ნოემბრის ხარჯისთვის, დღეისთვის მოხდა ისე, რომ ნოემბრის და დეკემბრის თანხა კომპანიამ ერთდროულად მოითხოვა, ვინაიდან ჩახუროს 2021 წელი, გაასწოროს მთლიანად და ...

Read More »

სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.აღნიშნულ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოებისას ლისის ტბის მიმდებარედ გაზსადენი დააზიანა. ამის შედეგად, 13:00 საათიდან 7500 მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეუწყდება შპს “ლისი ფო”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რაიონში – ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში – შპს ...

Read More »

სემეკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას ...

Read More »

თელმიკო დამატებით ქვითრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მომხმარებლის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მომხდარა გამზადებული ქვითრების დაგზავნა, შესაბამისად აღნიშნული ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს და ასახავდა დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს. ამის შესახებ ინფორმაციას თელმიკო ავრცელებს. „გთხოვთ, სმს შეტყობინებით მისულ ქვითარში დააკვირდეთ მისი მომზადების თარიღს და თუ თქვენ დაფარეთ დავალიანება ამ თარიღში, წინა ან მომდევნო დღეებში, ...

Read More »

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდება

საახალწლო შესვენების შემდეგ, ორშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები „სიღრმისეულ ფაზაში შედის“. იმის მიუხედავად, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესი მოიხსენიეს, ირანმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, როგორც თვითონ უწოდებს,„მაქსიმალურ მოთხოვნებში“, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ...

Read More »

გასულ წელს Tesla-მ მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდა

2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. „ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით Tesla-ს გუნდის მშვენიერი ნამუშევარია“, – ასე გამოეხმაურა კომპანიის წლიურ შედეგს მისი დამფუძნებელი, ილონ მასკი. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში Tesla გეგმავს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდოს.

Read More »

სი ძინპინი: ჩინეთმა და გერმანიამ მწვანე ეკონომიკაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, გერმანიის ახლად არჩეულ კანცლერს, ოლაფ შოლცს მწვანე და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. სატელეფონო საუბრისას  ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესმა ეკონომიკებმა უნდა გააცნობიერონ სერვისებით ვაჭრობის ზრდის პოტენციალი. ჩინეთი, გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. სი ძინპინის განცხადებით, ისინი მოხარულები იქნებიან ...

Read More »

დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობაში საავტომობილო გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია

დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობაში საავტომობილო გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. მთავარი პრობლემა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზეა. კერძოდ, ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი მონაკვეთზე, სადაც მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილებაც შეზღუდულია. ამასთან, დილიდან მთიან აჭარაში გამოიდარა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა და დაწყებულია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც. ხულოსა და შუახევში პრობლემები რჩება ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ამ დრომდე აბონენტების ნაწილი ...

Read More »