გასულ წელს Tesla-მ მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდა

2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.

ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია.

„ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით Tesla-ს გუნდის მშვენიერი ნამუშევარია“, – ასე გამოეხმაურა კომპანიის წლიურ შედეგს მისი დამფუძნებელი, ილონ მასკი.

სექტემბერში მან განაცხადა, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში Tesla გეგმავს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდოს.

Leave a Reply