მომხმარებლის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მომხდარა გამზადებული ქვითრების დაგზავნა, შესაბამისად აღნიშნული ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს და ასახავდა დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს. ამის შესახებ ინფორმაციას თელმიკო ავრცელებს.
დავალიანების დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული ინფორმაციით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge “, – ნათქვამია ინფორმაციაში.