ყაზახეთში, თხევადი გაზის ფასის მატების გამო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს

2022 წლის 1 იანვარს მანგისთაუს პროვინციის გაზგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასი 60 ტენგედან (1 ტენგე = 0,0071 ლარს) 100-120 ტენგემდე გაიზარდა.

პროვინციის სხვადასხვა ქალაქებზე გამართული სტიქიური მიტინგების შემდეგ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა, რომ ფასი ბაზრის კანონებიდან გამომდინარე დგინდება და მაშინ, როდესაც თვითღირებულება 100 ტენგემდე, მთავრობას არ შეუძლია დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასის 50-60 ტენგემდე დაწევის შესახებ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა.

პროტესტის და პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ გაზგასამართმა სადგურებმა ფასი 85-90 ტენგემდე დასწიეს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კი ძიება დაიწყო მათ მიერ ფასების მოლაპარაკების გზით დადგენის თაობაზე.

მოსახლეობამ არასაკმარისად მიიჩნია ფასის 85-90 ტენგემდე დაწევა და პროტესტი გააგრძელა. მათ სოლიდარობა ყაზახეთის სხვა რეგიონებმაც გამოუცხადეს და ალმათიში და ყაზახეთის სხვა ქალაქებში ოპოზიციონერებმა ხალხი ქუჩებში გამოიყვანეს.

მანგისთაუს პროვინციაში პროტესტანტებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ცნობილი გახდა ნავთობის ორი საბადოს მუშების გაფიცვის შესახებ. ალმათიში და სხვა ქალაქებში ხელისუფლებამ რამდენიმე კაცი დააკავა. მათ შორის არის მაქს ბოკაევი – ცნობილი საზოგადო მოღვაწე ატირაუდან.

ყაზახეთის საინფორმაციო სააგენტო kaztag-ის ინფორმაციით, დღეს, საღამოს, აქტაუში, პოლიციამ მომიტინგეთა შევიწროება ძალისმიერ მეთოდების გამოყენებით დაიწყო

Leave a Reply