Author Archives: admin

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

“,,ნამახვანის“ პროექტის ყველა კომპონენტი უნდა გადამუშავდეს და სოციალური კომპონენტები მთლიანად შეიცვალოს”

საინვესტიციო კომპანია ,,ენკას“ საქართველოდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ენერგეტიკოსებისთვის მთავარ პრობლემად რჩება საკითხი, როგორ დამუშავდეს პროექტი ისე, რომ ტექნიკური პარამეტრები გასწორდეს და მოსახლეობასთან საერთო ენაც უნდა გამოინახოს, რომ პროტესტი არ გამოიწვიოს. ენერგეტიკოს გია არაბიძის აზრით, პროექტის ყველა კომპონენტი თავიდან არის გადასამუშავებელი. ,,კონკრეტულად საუბარი ჯერჯერობით ძნელია, რა შეიძლება შეიცვალოს. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ  ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის გასაკეთებელი, უნდა შეიცვალოს ტექნიკური მხარეც ...

Read More »

დავით ჩიხელიძე: დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღევანდელი მოცემულობით ზოგადად მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგი ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა. სწორედ მთავრობის და ირაკლი ღარიბაშვილის სწორი მუშაობის შედეგია, რომ დღეს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ფასების ...

Read More »

შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდა 24 თებერვლის შემდეგ პერიოდზე მოდის, ხოლო მაქსიმუმი უკვე მარტის მეორე ნახევარში ფიქსირდება, ისევე როგორც ჩვენთან, რაც უკრაინის ომის ზეგავლენის პირდაპირ კორელაციაზეც მიუთითებს

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე განმარტავს რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საწვავის ფასებზე. ამ თემას მან Facebook-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა. „2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 107 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო აპრილის ფიუჩერსებმა 120 აშშ დოლარს. შესაბამისად, იზრდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც. ბოლო პერიოდში ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გაურკვევლობა ამ ომის განვითარების და ხანგრძლივობის შედეგებზე განაპირობებს იმას, ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ჰაბეკმა. მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ...

Read More »
ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში - გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

კახეთში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

დილიდან კახეთში ძლიერი ქარია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რამდენიმე ადგილზე მოგლეჯილი ხეები. ქარმა ზოგან ავტოფარეხებს სახურავები გადახადა. კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განცხადებით, ამ წუთებში ინფორმაციას აგროვებენ და მოგვიანებით ეცოდინებათ, კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენა ქარმა რეგიონს.

Read More »

დიმიტრი პესკოვი – ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას. ამის შესახებ პეკსოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“. „ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ...

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავზე ფასების კლებას ველოდებით

მთავრობა საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტიორებს არსებული მარაგები პიკურ პერიოდში აქვთ შეძენილი, რაც არსებულ მაჩვენებლებს განაპირობებს. მინისტრი აქვე ამბობს, რომ საწვავზე გადასახადის გაუქმება არ განიხილება. “მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე ვმსჯელობთ. შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერვენცია. საწვავზე გადასახადების გაუქმება არ არის ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ამას არ ჰქონდეს პრეცენდენტული სახე და იმოქმედოს ქვეყნის ...

Read More »

ჩინეთი, 2025 წლამდე, განახლებად ენერგიაში ინვესტირებას აძლიერებს

2025 წლამდე ჩინეთი განახლებადი ენერგიის გამომუშავების ზრდას გეგმავს, თუმცა სამომავლო გეგმებში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას კვლავ წინა ფლანგზე აყენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, კლიმატური მიზნების მიღწევის პირობებში, ენერგოუსაფრთხოების დასაბალანსებლად სუფთა საწვავისა და წიაღისეული საწვავის კომბინაცია მნიშვნელოვანია. ჩინეთი ნედლი ნავთობის წლიურ მოპოვებას 200 მილიონ ტონაზე შეინარჩუნებს, ხოლო 2025 წლამდე, ბუნებრივი აირის წარმოებას 230 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის. არსებული გეგმებით, 2025 ...

Read More »