დილიდან კახეთში ძლიერი ქარია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
რამდენიმე ადგილზე მოგლეჯილი ხეები. ქარმა ზოგან ავტოფარეხებს სახურავები გადახადა.
კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განცხადებით, ამ წუთებში ინფორმაციას აგროვებენ და მოგვიანებით ეცოდინებათ, კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენა ქარმა რეგიონს.